Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „პოლიტიკური მეტყველების ანალიზი - თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები“

    დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო ფრანკფურტის უნივერსიტეტთან და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 11-16 აგვისტოს ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას თემაზე „პოლიტიკური მეტყველების ანალიზი – თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები“. თემატური საზაფხულო სკოლა ორგანიზატორების ინიციატივით მეორედ ტარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“ ფარგლებში. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის მეთოდების გაცნობასა და დაუფლებას და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

     

    საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. 

    საზაფხულო სკოლის დამთავრების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.

     

    დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე: 

    https://adh.ge/political-speech-analysis-modern-methods-and-technologies/